Jumaat, 16 Julai 2010
ბუნება და ჩვენ
1 . პროექტის სახელი: ბუნება და ჩვენ.
2. პროექტის მოკლე აღწერა:ჩემი სოფლის ბუნება და მისის სილამაზე. როგორ ვებრძოლოთ ბრაკონიერებს .როგორ გადავარჩინოთ ცხოველები , რომლებიც ალამაზებენ ბუნებას. არ დავაბინძუროთ და არ დავანაგვიანოთ ტყე დამდინარეები. არ დავყაროთ ნარჩენები.არ გავაჩაღოღოთ ტყეში ცეცხლი.
3. პროექტის სრული აღწერა:წავიყვან მოსწავლეებს ხშირად სოფლის მსხლობელ ტყეში. დავათვალიერებთ ტყეს .ვისაუბრებთ მწვანე საფარის მნიშვნელობაზე . გავიხსენებთ შესწავლილ მასალას მცენარეებისა და ცხოველების შესახებ. გადავიღებთ ფოტო სურათებს.შევაგროვებთ მცენარეებს ჰერბარიუმისათვის. ხეებს მივაკრავთ ფურცლებს წარწერით :''ისინიც ცოცხალი არსებები არიან''.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები:2 კლასი.
5.ვადები/ ხანგრძლივობა: 9 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მცენარეებისა და ცხოველების ხატვა. ინტერნეტში იმ ინფორმაციის მოძიება და ჩვენება თუ რა სავალალო შედეგები მოჰყვება ხეების გაჩეხვასა ,ცხოველების უმოწყალო ხოცვას და მდინარეების დაბინძურებას.
7. მოსალოდნელი შედეგები /პროექტი,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეებმა შექმნან საკუთარი ნამუშევრების ალბომი. შექმნან ალბომი და განათავსონ ვებ გვერდზე. გააკეთონ ჩანახატები. გაინტერნეტით რეკლამა გაუკეთონ სოფლის მდიდარ ბუნებას, სუფთა წყალს და ამით ხელი შეუწყონ ტურიზმის განვითარებას ჩვენს სოფელში.
8. სარგებელი სხვებისთვის: გაუჩინონ სურვილი საქართველოს სხვა მცხოვრებთაც და არა მარტო მათ ინახულონ ჩვენი სოფლის მდიდარი ბუნება.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული-გააკეთებენ ჩანახატებს.
ხელოვნება-დახატავენ და შექმნიან ალბომს.
ბუნება-უფრო ღრმად შეისწავლიანცოცხალი ბუნების მნიშვნელობას. იზრუნებენ იმაზე ,რომ სხვასაც გააცნონ ჩვენი სოფლის მდიდარი ბუნება.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ქ.ბათუმის 3 საჯარო სკოლის 2 კლასის მოსწავლეების მოწვევა ჩვენი სოფლის ბუნების დასათვალიერებლად.
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: გულნარა მახარაძე
gulnaramaxaradze@gmail.com
13. პროექტის ფორუმი:'' ბუნება და ჩვენ''
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
Langgan:
Catat Ulasan (Atom)
Tiada ulasan:
Catat Ulasan